in

ლევანდოვსკი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

„ოქროს ბურთიდან“ 2 თვის მერე ფიფამ თავისი ჯილდოები ჩამოარიგა. უღიმღამო ცერემონია ციურიხში ონლაინ გაიმართა.

საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა, რომელსაც The Best-ის პრიზი „ბაიერნის“ ოფისში კლუბის ბოსებმა გადასცეს.

პოლონელმა გოლეადორმა ლეო მესის და მოჰამედ სალაჰს აჯობა და The Best ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მესისთან სხვაობა დიდი არ არის, მხოლოდ 4 ქულა (48 ლევანდოვსკის და 44 ლეოს). სალაჰი მესის 5 ქულით ჩამორჩა.
„ოქროს ბურთთან“ მთავარი განსხვავება ისაა, რომ აქ თანაბარი პროპორციებით (25%) ითვალისწინებენ ოთხი ჯგუფის ხმებს: ჟურნალისტების, ნაკრებების მწვრთნელების, ნაკრებიებს კაპიტნების და გულშემატკივრების. France Football გულშემატკივრებს არ ეკითხება, მხოლოდ სამ ჯგუფს.

The Best – ფიფამ წლის საუკეთესოებს ჯილდოები დაურიგა და კითხვები გააჩინა: ყველა გამარჯვებული

“ამაყი და ბედნერი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა პარტნიორებს – ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ ტროფეებისთვის. ეს ჯილდო ყველასთვისაა, ვინც ჩემს გვერდითაა” – თქვა პლანეტის ფეხბურთელმა.

ვინ ვის მისცა ხმა: მესის და რონალდოს ერთმანეთი არ აინტერესებთ – როგორია სანიოლისა და კანკავას არჩევანი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოკოს 8 ქულა ცსკა-ს არ ეყო: მოსკოველთა პირველი მარცხი 2022 წელს

The Best – ფიფამ წლის საუკეთესოებს ჯილდოები დაურიგა და კითხვები გააჩინა: ყველა გამარჯვებული