„ატლეტიკომ“ და „პორტომ“ 3 გოლი 90 წუთის შემდეგ გაიტანეს – ეს მეორე შემთხვევაა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. პირველი 2021 წელს იყო – ისევ ამათი მონაწილეობით.
კონსეისაო: „პორტო“ იმსახურებდა მოგებას, ფრე ცუდი შედეგი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ წავაგეთ“.
კლოპის გუნდებმა ყველა, 4-ვე მატჩი წააგეს „ნაპოლის“ სტადიონზე (სამჯერ „ლივერპულმა“ და ერთხელ „დორტმუნდმა“).
„ლივერპულმა“ კლოპის ხელში მეორედ გაუშვა 4 გოლი და მეორედ წააგო 3-ბურთიანი სხვაობით.
2014 წლის შემდეგ „ლივერპულმა“ პირველად წააგო 3 ბურთით ჩემპიონთა ლიგის პირველ ტაიმში.
„ლივერპულმა“ 4 გოლი პირველად გაუშვა 2021 წლის თებერვლის შემდეგ. მაშინ ის ‘სიტიმ“ გაანადგურა.
კლოპი: „ნაპოლი“ კარგად თამაშობდა, „ლივერპული“ – არა. ჯერ არ შემიძლია ვთქვა რატომ მოხდა ასე“.
სპალეტი: „მნიშვნელოვანი შედეგია. ფეხბურთი სტაბილურად უნდა ითამაშო“.
კონტე: „ყველა განვიცდიდით ზეწოლას, მაგრამ ახლა კმაყოფილი უნდა ვიყოთ“.
„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 29 მატჩია არ აგებს – 2017 წლიდან. ის სარეკორდო 19 წელია ტურნირს მოგებით იწყებს.
ნაგელსმანი: „ბაიერნმა“ ინტენსივობის მაღალი დონე შეინარჩუნა 90 წუთის განმავლობაში“.
ინძაგი: „ასეთი დონის გუნდთან იდეალურად უნდა ითამაშო. „ინტერმა“ ეს არ გააკეთა“.
„ბარსელონამ“ ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშია – 16:2.
ჩავი: „ბარსა“ ყველაფერში დომინირებდა. ლევანდოვსკი გაუმაძღარია“.
ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მარტო რონალდოს და მესის აქვთ უფრო მეტი.
ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 3 კლუბის რიგებში შეასრულა ჰეთ-თრიქი.
ლევანდოვსკიმ ბენზემას გაუსწრო ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებში. წინ მხოლოდ მესი და რონალდო არიან.
„აინტრახტი“ გახდა ბუნდესლიგის მე-14 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე. გერმანიამ ესპანეთს გაასწრო და რეკორდი დაამყარა.
GIPHY App Key not set. Please check settings