in

ლევანდოვსკის საგა გრძელდება, მანჩესტერმა მარტინესი გაიფორმა. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

რობერტ ლევანდოვსკი და კატალონიის „ბარსელონა“ უკვე სერიალად ყალიბდება. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბარსამ“ უკვე ოფიციალური წინადადებით მიმართა „ბაიერნს“ და საქმეში ლევანდოვსკის აგენტი, ზაჰავიც ჩაერთო. მოთამაშის პოზიცია ნათელია, მას გუნდის დატოვება სურს, მაგრამ ოლივერ კანმა გამორიცხა, რომ ლევანდოვსკი წავა. ცოტა ხნისწინ ჰასან სალიჰამიჯიჩმა ასეთი რამ თქვა: „ლევანდოვსკის ვიცნობ, ის ნამდვილი პროფესიონალია და არ ვფიქრობ, რომ ვარჯიშზე ხელს აიღებს“.

Here we goo, როგორც ფაბრიციო იტყოდა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისანდრო მარტინესის ტრანსფერი დახურა. 24 წლის არგენტინელმა 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ამსტერდამის „აიაქსი“ 55 მილიონ ევროს მიიღებს.

„ტოტენჰემმა“ მორიგი უხმაურო, მაგრამ ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 22 წლის ჯედ სპენსი კარიერას დეზების შემადგნელობაში გააგრძელებს. სპენსმა, გასული სეზონი იჯარით „ნოტინგემში“ გაატარა და ჩემპიონატის სიმბოლურ 11-ეულშიც მოხვდა. ჩემპიონშიფის ყველაზე სწრაფი მცველი „მიდლსბროს“ საკუთრება იყო და ბორომ მის სანაცვლოდ 12.5 მილიონი გირვანქა მიიღო, რომელიც ბონუსებიანად 20 მილიონამდე აიწევს.

„ბაიერნსა“ და „იუვენტუსს“ შორის მატიის დე ლიხტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ „იუვეს“ წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა და ტრანსფერი წინ მიიწევს. 22 წლის ნიდერლანდელი 90 მილიონად არის შეფასებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელია: ჩემი ნაპოლიში ტრანსფერი ქვეყანას წაადგება

დიდ კლუბში და ფანტასტიურ ქალაქში ვარ: ხვიჩას პირველი პრესკონფერენცია – რას იზამ კვარადონა