in

ლევანდოვსკიმ ოქროს ბუცი აიღო: ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის დაფასება, მხარდაჭერა

„ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის „ოქროს ბუცი“ გადასცეს.

პოლონელმა გასულ სეზონში 41 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის 29 მატჩში და კარიერაში პირველად მოიგო ევროპის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი.

„ძალიან მიხარია, ეს დიდი პატივია. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემ ოჯახს, პარტნიორებს, სამწვრთნელო შტაბს და მთელ „ბაიერნს“. მათი მხარდაჭერის გარეშე ასეთ ჯილდოებს ვერ მოვიპოვებდი.

სპორტში, როგორც ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის დაფასება, ერთმანეთის მხარდაჭერა, ყოველთვის მართალი იყოთ ერთმანეთთან და შეეცადო სხვებისთვის მისაბაძი იყო. აი ამიტომ ვუძღვნი ამ ჯილდოს ყველას, ვინც ყოველდღიურად ჩემს გვერდითაა.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც მივაღწიეთ ერთად, როგორც გუნდმა. დიდი მადლობა თქვენ“, – თქვა რობერტმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰოლოუეის ჩემთან ბრძოლის შემდეგ ყავარჯნებით მოუწევს სიარული – ქართველ ნინძას ჩემპიონთან ჩხუბი სურს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა