მარტო ბუნდესლიგის კლუბებმა დახარჯეს ტრანსფერებზე უფრო ცოტა, ვიდრე ლა ლიგის კლუბებმა ტოპ 5 ჩემპიონატში.
სატრანსფერო ფანჯრისას ესპანურმა კლუბებმა ახალწვეულებზე 490.61 მლნ ევრო გაიღეს.
ეს ევროპაში მე-4 მაჩვენებელია. უფრო მეტი დახარჯეს პრემიერლიგის კლუბებმა (2.172 მილიარდი ევრო), სერია ა-ს გუნდებმა (749 მლნ ევრო) და ლიგა 1-ის კლუბებმა (543 მლნ ევრო). გერმანელებს ესპანელებზე ნაკლები გამოუვიდათ – 484 მლნ ევრო.
2021 წლის ზაფხულში ესპანურმა გუნდებმა 292 მლნ ევრო დახარჯეს, 2020-ის ზაფხულში – 409.8 მლნ ევრო, აი 2019-ში კი – 1.3 მილიარდი ევრო.
ესპანეთში ყველაზე მეტი ფული გაიღო „ბარსელონამ“. კატალონიელებმა ახალწვეულებზე 153 მლნ ევრო არ დაინანეს. ეს კი ყველა ესპანური გუნდის დანახარჯის 31%-ია.
ყველაზე მსხვილი გარიგება კი „რეალს“ ეკუთვნის, რომელმაც 80 მლნ ევრო გადაიხადა ორელიენ ჩუამენის სანაცვლოდ.
პრემიერლიგამ ისტორიის რეკორდი დაამყარა – 1.9 მილიარდი ტრანსფერებზე
ხეირი ტრანსფერებიდან: აიაქსმა ზაფხულში ყველაე კარგად ივაჭრა
ჩელსიმ ყველაზე მეტი დახარჯა, მანჩესტერმა საკუთარი რეკორდი დაამყარა
GIPHY App Key not set. Please check settings