in

ლაშა ტალახაძე სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება

სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი 6-მა სპორტსმენმა გამოთქვა, თუმცა სავარაუდოდ, მხოლოდ ლაშა ტალახაძის განცხადება დაკმაყოფილდება – აღნიშნულ ინფორმაციას interpressnews.ge ავრცელებს.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მწვრთნელის ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩაირიცხება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ განუცხადა, ლაშა ტალახაძემ მწვრთნელთა ფაკულტეტზე ჩარიცხვის თხოვნით განათლების სამინისტროს, მთავრობის #460-ე დადგენილების საფუძველზე მიმართა.

მთავრობის აღნიშნული დადგენილება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ეროვნული ნაკრების გუნდის იმ წევრების უგამოცდოდ ჩარიცხვას გულისხმობს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან ან მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში პირველ ადგილს მოიპოვებენ. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის პრივილეგიით შემდეგი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ, თუმცა წელს გამონაკლისი მხოლოდ იმ სპორტსმენებისთვის დაიშვა, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს. 2021 წლის ზაფხულში გამართულ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ სულ ორი ოქროს მედალი მოიპოვა (ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური), თუმცა სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი მხოლოდ ლაშა ტალახაძემ გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძის გარდა, განათლების სამინისტროში სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნა გაგზავნილი აქვს ტოკიოს ოლიმპიადის 5 პრიზიორსაც – იაკობ ქაჯაიას, ლაშა შავდათუაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და გურამ თუშიშვილსაც, თუმცა ვინაიდან მთავრობის აღნიშნული დადგენილება წელს სხვა პრიზიორებზე არ ვრცელდება, ისინი სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ, მიმდინარე სასწავლო წლისთვის ვერ ჩაირიცხებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე შენგელია: რომ ვერ მოგვეგო, ეს ციფრები აზრს დაკარგავდა

თვის სეივი:ვალენსიას ფანებმა მამარდაშვილი გამოარჩიეს