in ,

ლაშა ნოზაძე: პარტიზანი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩემი მოთამაშეების მჯერა

– ხვალ, ‘საბურთალო” ალბანეთის “პარტიზანს” უმასპინძლებს. გუნდი სრულადაა დაკომპლექტებული?


– გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველთვის უნდა წერტილოვნად გაძლიერება. ამ ეტაპზე ამ ბირთვით ვითამაშებთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. გვქონდა მოლაპარაკება ორ უკრაინელ ფეხბურთელთან, ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო ყველაფერი, თუმცა უკრაინაში შექმნილმა მდგომარეობამ პრობლემები შექმნა და ვეღარ განხორციელდა ამ ფეხბურთელების დამატება. გვაქვს მოლაპარაკება ქართველ ფეხბურთელთანაც, ვნახოთ რა გამოვა.

– რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა “საბურთალო” რა ყო ამის მიზეზი?


– ვინც ბოლო დროს “საბურთალოს” დაემშვიდობნენ, ორმხრივი შეთანხმების შემდეგ მოხდა ეს ყოველივე. მინდა ამ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო და მომავალში წარმატებები ვუსურვო.


– “საბურთალოს” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. არის თუ არა ეს დიდი უპირატესობა?


– რა თქმა უნდა, ეს უპირატესობაა და ჩვენთვის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი მინდორზე გადაწყდება, თუმცა მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და იმედია წარმატებით ვითამაშებთ.

– განიხილავდით მეტოქის თამაშს. რა არის პარტიზანის დადებითი მხარეები?


– ფიზიკურად ძლიერები არიან, ათლეტური გუნდია. გასული სეზონისგან შედარებით, ვფიქრობ სახეშეცვლილი გუნდი იქნება, რადგან 9 ახალი ფეხბურთელი ჰყავს. სლოვენიაში იყვნენ შეკრებაზე, რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს, კარი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა, ოფიციალური და ამხანაგური მატჩები განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ, ჩვენ თამაშს ვეცდებით – უნდა ვაკონტროლოთ ბურთი და ბევრი პრობლემები შევუქმნათ მოწინააღდეგეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჭიაბრიშვილი: გთხოვთ, მოდით სტადიონზე…

ლონდონის ჩელსიმ ახალი საშინაო ფორმა წარადგინა