in

ლატვიაში ლატვიით ვიწყებთ: როგორია ნაკრების განრიგი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წილისყრის შედეგები პარიზის ოლიმპიადისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

საქართველო რიგაში მოხვდა: საოლიმპიადო მეტოქეები გაირკვა

საკვალიფიკაციო ტურნირი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მოგვიწია. ახლა კი გაირკვა მატჩების განრიგი:

2 ივლისი: ლატვია – საქართველო, ბრაზილია – მონტენეგრო
3 ივლისი: ლატვია – ფილიპინები, მონტენეგრო – კამერუნი
4 ივლისი: ფილიპინები – საქართველო, კამერუნი – ბრაზილია

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ითამაშებს ლატვიასა და ფილიპინებთან. მომდევნო ეტაპზე ორი გუნდი გადის და ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალში დაუპირისპირდება მონტენეგროს, ბრაზილიისა და კამერუნის ჯგუფიდან გასულებს.

ნახევარფინალები 6 ივლისს გაიმართება, ფინალი – 7 ივლისს. პარიზის ოლიმპიადაზე ერთი, ფინალში გამარჯვებული გუნდი იასპარეზებს.

გავიხსენოთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მოსამზადებელ ეტაპზე საქართველო ლატვიას შეხვდა ამხანაგურში და დიდი სხვაობით დამარცხდა – 57:82.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიზნები ან მოლოდინები მცდარი არ ყოფილა, ყველა თამაშზე მოსაგებად ვთამაშობდით: ლევან მაისაშვილის ანგარიში

40 წლამდე მწვრთნელები: ნაგელსმანი საუკეთესოაო