in

ლამმა ბელინგემი და მუსიალა გამოარჩია

ლეგენდარულმა გერმანელმა მცველმა ფილიპ ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

“ვიტყოდი ჯუდ ბელინგემს, რომელიც აგრძელებს განვითარებას. ის “დორტმუნდში” საკვანძო მოთამაშეა. ასევე დავასახელებდი ჯამალ მუსიალას. ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბაიერნის” მატჩებში გადამწყვეტ როლს კისრულობს და მუნდიალზე 3 კარგი მატჩი ჩაატარა”, – თქვა ლამმა.

როგორც ბელინგემი, ასევე მუსიალა, 19 წლისები არიან. პირველმა მათგანმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 9 გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

რაც შეეხება გერმანელს, მუსიალას 22 მატჩში 12 გოლი და 10 ასისტი უფიქსირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერ ლიგა დაბრუნდა – ჯორდები დაფრინავენ!

კიდევ ერთი ქართველი “ნაპოლიში”?