ეს ცნობა მეორე დღეა თვითერსა თუ რედიტზე პოპულარობას არ კარგავს ანდაც რა დააკარგვინებს?! საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე, რომელიც, შესაძლოა, “ალ ნასრიში” აღმოჩნდეს, რადგან არაბულმა კლუბმა შეთავაზება უკვე გააკეთა.
ფაბრიციო რომანო, “BBC” ; “THE GUARDIAN” ; “THE ATHLETIC” ; “Goal.COM” – განვაგრძოთ წყაროთა შესახებ?
მაშინ რომანო დავიმოწმოთ: “ალ ნასრიმ ოფიციალური შეთავაზება გააკეთა. კონტრაქტი 2025 წლამდე და თითქმის 200 მილიონი წელიწადში. საუბარია სასპონსორო თანხის ჩათვლით. არანაირი თანხმობა არ ყოფილა, კრიშტიანუ, მხოლოდ მუნდიალზეა კონცენტრირებული”.