კრიშტიანო რონალდო 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა “მანჩესტერ იუნაიტედში”. ამის შესახებ თავად კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
37 წლის პორტუგალიელმა სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზი გუნდის გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად მოიგო.
კრიშტიანომ ეს ჯილდო მეოთხედ დაისაკუთრა. მას წლის მოთამაშის პრიზი “მანჩესტერის” რიგებში აუღია 2003/04, 2006/07 და 2007/08 წლებში.
გასულ სეზონში რონალდომ 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მისცა. ყველა ტურნირზე კი 38 მატჩი ითამაშა. მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
GIPHY App Key not set. Please check settings