in

კრიშტიანო – პირველია, ვინც მინიმუმ 4 გოლი გაიტანა თავით და ორივე ფეხით

“იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სერია ა-ს 25-ე ტურში „სპეციასთან“ (3:0) მორიგი გოლი გაიტანა.

პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში მოახერხა მინიმუმ 4-4 გოლის გატანა ორივე ფეხით და თავური დარტყმით. საუბარია ტოპ 5 ლიგაზე.

რონალდოს ანგარიშზე 4 თავური გოლი და 4 მარცხენა ფეხით გატანილია. მარჯვენათი კი სუპერვარსკვლავმა 12-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

36 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი შეაგდო.

კრიშტიანოს ეპოქალური რეკორდი: 20 გოლი 12 სეზონში

გარდა ამისა, რონალდომ ფენომენალური რეკორდი დაამყარა. ის პირველია, ვისაც ტოპ ლიგებში 12 სეზონის განმავლობაში 20+ გოლი გაუტანია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისურმა გუნდებმა ემბლემებიდან ცხოველები მოაშორეს: ველური ბუნების მხარდასაჭერად

ოქტომბრის შემდეგ პირველად: ჩაკვე განაცხადშია