in

კრიშტიანოს მადრიდში დაბრუნება უნდა, ჰარი კეინი შანტაჟზე წავიდა – სატრანსფერო ამბები

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თვეზე ნაკლები რჩება. კლუბები და აგენტები სატრანსფერო ბაზარზე შრომობენ და ზოგს შედეგიც აქვს, ზოგს ჯერ არა.

ინგლისი

ჰარი კეინს ნერვებმა უმტყუნა და „ტოტენჰემის“ წინასასეზონო შეკრებას დაადო. კაპიტანი ხანმოკლე შვებულების შემდეგ საწვრთნელ ბანაკში არ გამოცხადდა. ლონდონელებს ლიდერის დატოვება უნდათ, ჰარი კეინი კი წასვლას ლამობს, თუმცა მისმა მსურველმა „სიტიმ“ თქვა, ამდენი ფულიც არ მაქვს გრილიში და კეინი ორივე ვიყიდოო.

აი ჯეკ გრილიში კი მივიდა „ასტონ ვილაში“ და ვარჯიშსაც შეუდგა. „სიტი“ მის სანაცვლოდ 116 მილიონ ევროს იხდის და „ვილაც“ თანახმაა.

„ჩელსი“ ჩალიჩობს რომელუ ლუკაკუ დაიბრუნოს, მაგრამ ჯერჯერობით „ინტერი“ შეუვალია და ინგლისურ წინადადებას უარყოფს. „ჩელსი“ თითქმის შეეგუა, რომ წელს „სტემფორდ ბრიჯზე“ ვერ მიიყვანს ერლინგ ჰაალანდს.

ხამეს როდრიგესი ალბათ დატოვებს „ევერტონს“. კოლუმბიელი არ შედის რაფა ბენიტესის გეგმებში. ხამესის წაყვანის პრეტენდენტად „მილანსაც“ ასახელებენ, ითქვა იმაზეც, რომ „პორტო“ აკვირდება სიტუაციას.

„ნიუკასლმა“ მიმართა „იუვენტუსს“ აარონ რემსის ტრანსფერის შესაძლებლობაზე. ეს მიმართვა ჯერ არაოფიციალური ხასიათისაა.

ესპანეთი

ლეო მესი „ბარსელონასთნ“ ახალ კონტრაქტს მიუახლოვდა.

მესი და ბარსა თითქმის შეთანხმდნენ: კონტრაქტი 2026 წლამდე გაგრძელდება და ხელფასი 50%-ით ნაკლები იქნება

კირან ტრიპიერი ჯერ ისევ შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს – „მანჩესტერი“ ინარჩუნებს მისდამი ინტერესს. ინსაიდერი ფაბრიციაო რომანო წერს, რომ „ატლეტიკო“ არც განიხილავს ტრიპიერის სანაცვლოდ იტალიელ ალესანდრო ფლორენცის.
სამაგიეროდ „ათლეტები“ აპირებენ „არსენალს“ გაეჯიბრონ „ინტერიდან“ ლაუტარო მარტინესის წაყვანაზე. არგენტინელი 90 მილიონი ევრო ღირს.

„რეალი“ იმედგაცრუებულია მარტინ ედეგორით და მის გასაყიდად მზადაა. მადრიდელები ნორვეგიელში 50 მილიონ ევროს ითხოვენ, ოღონდ კონტრაქტში დაბრუნების ოფციაც უნდა რომ შეიტანონ.

იტალია

„იუვენტუსმა“ ჯორჯო კიელინისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე გამოაცხადა.

კრიშტიანო რონალდო ჯერ ისევ იმედოვნებს ტურინის დატოვებას. პორტუგალიელს „რეალში“ დაბრუნება ოცნებად აქვს. გაზაფხულზე რონალდოს გარემოცვა უკვე დაუკავშირდა ფლორენტინო პერესს, მაგრამ უარი მიიღო. კრიშტიანოს კი ჰგონია, რომ კარლო ანჩელოტისთან კარგი ურთიერთობა ვითარებაზე იმოქმედებს.
სიტუაციას კი ის ართულებს, რომ მადრიდელთა ერთადერთ პრიორიტეტად კილიან მბაპეს ყიდვა რჩება.

ჩემპიონმა „ინტერმა“ თვალი დაადგა „ჩელსის“ ესპანელ მცველ მარკოს ალონსოს.

გერმანია

„ბაიერი“ ტილო კერერის თაობაზე პსჟ-ს ელაპარაკება, მაგრამ ეს ტრანსფერო ლევერკუზენელებისთვის შესაძლოა ძვირი აღმოჩნდეს.
Foot Mercato წერს, რომ 24 წლის ფეხბურთელი არა მარტო „ბაიერს“, არამედ ბუნდესლიგის სხვა კლუბებსაც უნდათ – „ბაიერნს“, „ვოლფსბურგს“, „აინტრახტს“, გლადბახის ‘ბორუსიას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეოკ-ის განმარტება აბრამიანის დოპინგ სკანდალზე

პასიურობა აქტიურობისთვის: ზოიძე მსაჯებთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს