in

კრიშტიანოს ამბები: სიმეონეს უნდა, ხალხს არა – აქ რა ნაგავს აგროვებთ

კრიშტიანო რონალდოს საკითხი, როგორც ჩანს, ჯერ ისევ მოუგვარებელია. თითქოს რჩებაო „მანჩესტერში“, მაგრამ თუ სასურველი გუნდი გამოძებნა, არც წასვლაა გამორიცხული. თუმცა როგორც ბოლო ხანს იწერება, ასეთი გუნდი მხოლოდ ერთია – მადრიდის „ატლეტიკო“.

„მანჩესტერის“ თავდამსხმელი კი დაინტერესებული ყოფილა „ატლეტიკოში“ გადასვლით.

The Times-ის მონაცემებით, პორტუგალიელი საკმაო ენთუზიაზმით ეკიდება მადრიდში დაბრუნების იდეას. გარდა იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა, მნიშვნელოვანი ფაქტორია გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე.

37 წლის პორტუგალიელზე შთაბეჭდილებ მოახდინა არგენტინელი სპეციალისტის მასთან მუშაობის სურვილმა და მისწრაფებამ.

ამ ტრანსფერის გამო „ატლეტიკო“ მზადაა თანამშრომლობა შეწყვიტოს ანტუან გრიზმანთან.

იგივე The Times ამტკიცებს, რომ ფრანგი ფორვარდი სხვადახვა კლუბებს შეთავაზეს, მათ შორის პსჟ-ს, თუმცა ფრანგულმა გრანდმა ამ ტრანსფერზე უარი თქვა.

გრიზმანი ამჟამად „ატლეტიკოში“ იჯარითაა „ბარსელონასგან“. კატალონიელებთან შეთანხმება ითვალისწინებს 31 წლის ფეხბურთელის სავალდებულო გამოსყიდვას თუ ის მატჩების გარკვეულ რაოდენობას ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები წინააღმდეგი არიან რონალდოს მიყვანით: „ეს ნაგავის მოგროვების ადგილი არ არის“.

ვთქვათ ბარემ ისიც, რომ რონალდოს გარემოცვა მადლობელია „მანჩესტერის“ დირექტორის, რომელიც გაგებით მოეკიდა ფორვარდის ოჯახურ პრობლემებს.

თუმცა, „მანჩესტერს“ ისიც სურს, რომ რონალდომ აცნობოს, თუ როდის დაბრუნდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას გადაუწევენ: იტალიის ჩემპიონატი შესაძლოა გადაიდოს

რატომ შეხვდა სამი მეამბოხე პრეზიდენტი: სადილი ლას ვეგასში