in

კრაკოვიამ კაკაბაძის პასით მოიგო, ქართველი საუკეთესო მოთამაშე გახდა

ოთარ კაკაბაძემ მაგარი მატჩი ჩაატარა, რაც მოახლოებული სანაკრებო თამაშების წინ ორმაგად სასიხარულოა.

ქართველის „კრაკოვიამ“ 1:0 მოუგო „ვიძევის“. ჩვენიანმა კი ზედიზედ მე-3 მატჩში შეასრულა შედეგიანი მოქმედება. სულ 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 ასისტია.

ოთარმა საპირისპირო ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ჰაერშივე მიაწოდა კარის წინ გახსნილ პარტნიორს და ასე გავიდა 69-ე წუთზე ერთადერთი გოლი.

“კრაკოვიას” ქართველი კაპიტანი პირველ ტაიმში გააფრთხილეს, თუმცა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 8.0.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპულმა პრემიერლიგა მოგებით დაიწყო, მამარდა თადარიგში იყო

სიგუამ შესაძლოა ბაზელი დატოვოს