კოსოვოს საფეხბურთო ნაკრები საქართველოსთან, საბერძნეთსა და ესპანეთთან მატჩებში მილოტ რაშიცას გარეშე ითამაშებს. გუნდის ლიდერის გამოკლების მიზეზი პრემიერ ლიგის კლუბების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ინგლისის რანგით უმაღლესი საფეხბურთო ლიგის კლუბებმა ანონიმურ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ისინი წითელ ზონაში შემავალ ქვეყნებში თავიანთ ფეხბურთელებს არ გაუშვებენ.
საქართველოც და კოსოვოც კორონა ვირუსის შემთხვევების გამო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის საერთაშორისო ცენტრს წითელ ზონაში ჰყავს შეყვანილი. ეს რანგირების უმაღლესი დონეა, რომელიც ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ ამ ჯგფუში შემავალ ქვეყნებში მაღალი რისკების გამო არ იმოგზაურონ.
საქართველო-კოსოვოს მატჩი 2 სექტემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება და ის უმაყურებლოდ შედგება.
GIPHY App Key not set. Please check settings