ხვალ, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე მატჩს კოსოვოს ნაკრების წინაამდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე კოსვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“ჩვენ და საქართველო ევროპის ჩემპიონატთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩვენი ოცნებები ჩრდილოეთ მაკედონიამ დაამსხვრია.
ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის რთული ჯგუფია. ვუყურე ქართველების თამაშს ჯგუფში, თქვენ ძალიან კარგ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდით. ჩვენ ორი მარცხით დავიწყეთ, მაგრამ ახლა დროა, რაღაც ვაჩვენოთ. ნამდვილად საჭიროა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და მე პირადად საინტერესო თამაშსა და 3 ქულას ველოდები.” თქვა შალანდმა
GIPHY App Key not set. Please check settings