საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად კოსოვოს ნაკრები 2:1 დაამარცხა.
მატჩის შემდგომ, როგორც წესი, მედიის წინაშე ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს უნდა ესაუბრა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ვილი სანიოლის პრესკონფერენციას არცერთი ადგილობრივი ჟურნალისტი არ დაესწრო.
გუშინ კოსოვოელებმა ვილი სანიოლის კომენტარი გაავრცელეს. ისინი წინასამატჩო პრესკონფერენციას დაესწრნენ, თუმცა დღეს, წაგებული მატჩის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მწვრთნელის მოსმენა აღარ ისურვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივ მედიაში ვრცელდება კოვოსოს ნაკრების წევრების კომენტარები.
აუცილებლად ხაზგასასმელია კოსოვოელი გულშემატკივრის ქცევაც: მატჩის წინ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი საქართველოს ჰიმნს სტვენით შეხვდა.
GIPHY App Key not set. Please check settings