in

კონფერენსლიგის მერვედფინალის წილისყრა: ჯერ პირველი ნაწილია

შვეიცარიის ნიონში კონფერენსლიგის მერვედფინალის პირველი ნაწილის წილისყრა გაიმართა.

კონფერენსლიგის მერვედფინალური ეტაპი ორ ნაწილად გაიმართება. ჯერ ითამაშებენ ჯგუფური ეტაპის მეორეადგილოსნები (განთესილები) და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები (განუთესავები).

გუნდები პირველ ნაწილში ასე დაწყვილდნენ:

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) – გენტი (ბელგია)

ტრაბზონსფორი (თურქეთი) – ბაზელი (შვეიცარია)

ლაციო (იტალია) – კლუჟი (რუმინეთი)

ბოდო გლიმტი (ნორვეგია) – ლეხი (პოლონეთი)

ბრაგა (პორტუგალია) – ფიორენტინა (იტალია)

აეკ ლარნაკა (კვიპროსი) – დნიპრო (უკრაინა)

შერიფი (მოლდოვა) – პარტიზანი (სერბეთი)

ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – ანდერლეხტი (ბელგია)

პირველი მატჩები 16 თებერვალს გაიმართება, განმეორებით – 23 თებერვალს.

მერვედფინალის მეორე ნაწილში შეხვდებიან პირველ ნაწილში გამარჯვებული რვა გუნდი და კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული (ბაშაქშეჰირი, ვესტ ჰემი, ვილიარეალი, ნიცა, ალკმაარი, იურგორდენი, შივასი, სლოვანი).

წილისყრა 24 თებერვალს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსა-მანიუ: ევროპა ლიგაზე გრანდები დაეჯახნენ – წილისყრის შედეგები

მიქაუტაძე დაბრუნდა, საბამ საგოლე პასი გააკეთა, ბუდუს იპერაცია გასარკვევია