in

კონტემ ნაპოლის უარი უთხრა: სტრესი თუ ფული

ანტონიო კონტე არ დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას უახლოეს ხანში.
ცნობილი ამბავია, რომ ის „ნაპოლიში“ მისვლის რეალური კანდიდატი იყო.

კონტემ სოცქსელში დაწერა, რომ არ აპირებს მუშაობას და გეგმავს დრო მშვიდად გაატაროს ოჯახთან ერთად.

ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო ამბობს, რომ კონტეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზით არის განპირობებული და არ უკავშირდება ფულს ან კლუბის პროექტს. 54 წლის მწვრთნელს მეტი დრო სჭირდება სტრესიდან გამოსასვლელად.

კონტე ბოლოს „ტოტენჰემში“ მუშაობდა, საიდანაც მარტში წამოვიდა.

Il Mattino კი წერს, რომ კონტემ 8 მილიონი მოითხოვა წლიურ ჯამაგირად. ეს კი „ნაპოლისთვის“ დიდი თანხაა და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამდენის გადახდას არ დათანხმდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებში ქართველი ბიჭიცაა: ერთიც ქართული გვარით

რონალდო შესაძლოა გაროზგონ: რა დააშავა კრიშტიანომ, რომელიც ირანში ვეღარ ჩავა