in

კონტემ და პრეზიდენტმა ისადილეს: მწვრთნელს დღეს წარადგენენ და 250 მილიონს მისცემენ ტრანსფერებისთვის

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კლუბის გენერალურ დირექტორ ანდრეა კიაველისთან და ახალ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად რომში ანტონიო კონტეს შეხვდა და რესტორან “რინალდი ალ კვირინალეში” ისადილეს.

შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კონტეს “ნაპოლის” მწვრთნელად დანიშვნას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებენ (თბილისის დროით 19:00 საათზე). მას სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. მედიის წარმომადგენლებს ანტონიოსთვის კითხვების დასმის საშუალება კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიკოლა ლომბარდომ არ მისცა.

Sky Sport-ი იტყობინება, რომ კონტემ ჯოვანი დი ლორენცოს და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დატოვება და ალესანდრო ბონჯორნოს (ტორინო) და რომელუ ლუკაკუს (რომა) დამატება მოითხოვა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება და ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაოფიციალურდება.

Il Mattino-ს ცნობით, “პარტენოპეის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ დამრიგებელს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 250 მილიონ ევროს გამოუყოფს.

გამოცდილი დამრიგებლის მიზანი “მარადონაზე” ორი უკრაინელი ფეხბურთელის, “ჟირონას” ფორვარდ არტემ დოვბიკისა და “შახტარის” შემტევ გეორგი სუდაკოვის მოყვანა ყოფილა.

ამას გარდა, კონტეს სიაში შედიან “ჩელსის” საკუთრებაში მყოფი რომელუ ლუკაკუ, “ჯენოას” თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონი, “უდინეზეს” მცველი ნეჰუენ პერესი და “ემპოლის” 21 წლის ნახევარმცველი ჯაკოპო ფაზინი.

ინფორმაციისათვის, ანტონიო კონტეს გეგმებში ვიქტორ ოსიმენი არ შედის და ნიგერიელის გასხვისებას მწვანე შუქს აუნთებს. სამაგიეროდ, კონტეს ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება უნდა და თუ “ნაპოლიმ” მისთვის მისაღები წინადადება არ მიიღო, ქართველს არ გაყიდის.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის შევხვდებით წელს: ქართული კლუბების სავარაუდო ევრომეტოქეები

საქართველოს შანსი ნულია: 24 გუნდში ბოლო ადგილზე დაგვაყენეს