UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა საკუთარი ბრენდი Proper Twelve გაყიდა. ვისკის კომპანია მექსიკურმა ალკოჰოლურმა ბრენდმა Becle-მ შეიძინა და ახლა ვისკის აქციების ასივე პროცენტს ის ფლობს.
ვისკი proper Twelve კონორ მაკგრეგორმა და მისმა მენეჯერმა ოდი ატარმა დააარსეს.
ახალი მფლობელი კი სავარაუდოდ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბრენდის სახე კვლავინდებურად ირლანდიელი იყოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში კონორი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings