სამხრეთამერიკის კონფედერაციამ (კონმებოლი) არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის ლეო მესის სტატუა წარადგინა. ეს მოხდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის დაჯილდოვებაზე,რომელიც პარაგვაის ქალაქ ლუკეში გაიმართა.
ქანდაკება ფეხბურთელის ზომისაა და კონმებოლის შტაბ-ბინაში დადგეს პელესა და მარადონას მონუმენტებთან.
არგენტინის ნაკრების სხვა ფეხბურთელებს ღონისძიებაზე სახელწოდებით La Noche de las Estrellas („ვარსკვლავების ღამე“) ინდივიდუალური ჯილდოები (მედლები და მცირე სტატუები) გადასცეს.
მოგეხსენებათ, დეკემბერში არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
GIPHY App Key not set. Please check settings