in

კმაყოფილი ვიქნები, თუ გავალთ: დინამოს კომენტარები

თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩიდან მისაღები შედეგი წამოიღო. სტუმრად, ხელოვნურსაფარიან „ასტანასთან“ 1:1 ითამაშა და განმეორებითი თამაშის წინ მშვენიერი შანსი და ფორა მიიღო.

დინამო ასტანადან კმაყოფილი ბრუნდება: ფრე და მშვენიერი შანსი

მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი):
„როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში რთული გამოვიდა. ზოგადად, მეტოქემ უკეთ ითამაშა. კარგია, რომ პირველი მატჩი სტუმრად ჩავატარეთ.
ხელოვნური საფარისა და სიცხის გამო გაგვიჭირდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური თამაში ჩავატარეთ. შედეგით კმაყოფილი ვიქნები, თუ მეორე ეტაპზე გავალთ“.

გიორგი ლორია:
„ძალიან რთული შეხვედრა იყო იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნურ მინდორზე ვითამაშეთ. ამას დაემატა ჩახუთული ამინდიც. ამ ყველაფერმა ჩვენს თამაშზე პირველ 15 წუთში იმოქმედა.
გოლი შემდეგ რწმენა მოვიდა, ბიჭებმა საკუთარი თავის დაიჯერეს და თამაში შემოვაბრუნეთ. მომენტები შევქმენით, მიმაჩნია, მოგებაც შეგვეძლო “.

ალექსანდრე კალანდაძე:
„რა თქმა უნდა, რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ შედეგი ჩვენთვის მისაღებია. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, მოვიდნენ „დინამო არენაზე“ და მხარი დაგვიჭირონ“.

დავით სხირტლაძე:
„ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. 19 ივლისს გელოდებით ყველას „დინამო არენაზე“, შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელები“.

გრიგორი ბაბაიანი („ასტანას“ მთავარი მწვრთნელი):
„სიცხე იყო და მაღალ დონეზე თამაში ამის გამო გაგვიჭირდა. საწყისი 15 წუთი კარგად ჩავატარეთ და გოლიც გავიტანეთ. სამწუხაროდ, მე-15 წუთზე იძულებითი შეცვლა მოგვიხდა, რამაც ცუდად იმოქმედა.
მეორე ტაიმის ზოგიერთ ეპიზოდში წარუმატებლად ვითამაშეთ და გოლი გავუშვით.
ჩვენ კარგი მომენტები შევქმენით, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, შანსები თანაბარია“.

„დინამოსა“ და „ასტანას“ განმეორებითი მატჩი 19 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10 ლარიდანაა. წყვილში გამარჯვებული მომდევნო რაუნდში ზაგრების „დინამოს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს 18 კაცი: ზუროსმა გაფართოებული შეამცირა და გუნდი ტრევიზოში მიჰყავს – ბოლოს 12 დარჩება

მიქაუტაძეს ლაციოც გამოუჩნდა