in

კლუბის მფლობელი მწვრთნელს აიძულებს, რომ თავისი შვილი ძირითადში ათამაშოს: შვილი 126 კილოა

ჩინელმა ბიზნესმენმა მეორე დივიზიონის კლუბი „ცზიბო ქუჯუ“ შეიძინა და მწვრთნელს არასპორტული პირობები წაუყენა.

შეთანხმების მიხედვით, მწვრთნელი ვალდებულია კლუბის მფლობელის შვილი ძირითად შემადგენლობაში ჩასვას. მან მოედანზე მთელი 90 წუთი უნდა გაატაროს, შეასრულოს ყველა სტანდარტი, პენალტების ჩათვლით.

ამ ამბავში მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომ ამ ფეხბურთელის წონა 126 კილოგრამს შეადგენს.

ტვიტერზე უკვე გამოჩნდა ფოტო, სადაც ნაკრების ახალი მოთამაშეა ასახული და კადრი მალევე იქცა ვირუსულად.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა 5 მატჩის ჯამში მხოლოდ ერთი ქულის მოგროვება შეძლო და მოწინააღმდეგეთა კარი ორჯერ აიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავსტრალია შესაძლოა დუბაიში ან დოჰაში გადაიტანონ: მიზეზი აქაც კორონავირუსია

რეალი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია