in

კლოპი: მესი ყველა დროის საუკეთესოა

“ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ლა პულგა”, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

“მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ რთული მატჩი ჩაატარა. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ემილიანო მარტინესზე ვერაფერს ვიტყვი.

არგენტინელები მოგებას იმსახურებდნენ. მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი მინახავს. ამ ასაკში ასეთი დონის მატჩების ჩატარება წარმოუდგენელია. მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო”, – განაცხადა იურგენ კლოპმა.

გასულ სეზონში, კლოპმა ასეთი რამ თქვა: “ტელეფონში ერთადერთი სელფი მაქვს და ისიც ლეო მესისთან ერთად. ჰო, იმ ოთახში რონალდუც იყო”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად! კოდი გაკპი “ლივერპულის” ფეხბურთელია

ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა