1 ნოემბერს იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა წლის უკანასკნელი ბაშოსთვის. ნოემბრის სუპერტურნირი კუნძულ კიუშუზე 14-28 ნოემბერს გაიმართება. ახალ ტურნირს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ახლახან 34 წლის შესრულდა, დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგში ხვდება. ეს ერთი სრული საფეხურით დაქვეითების ტოლფასია, რადგან წინა ბაშოზე ლევანმა დასავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსით იჭიდავა და სუპერტურნირი 7-8 ბალანსით დაასრულა.
ტოჩინოშინისთვის კიუშუს ბაშო კარიერაში 93-ე იქნება, მან 624 ორთაბრძოლა მოიგო, აქედან 507 უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში. შეგახსენებთ, რომ ის ყოფილი ოძეკია და ერთხელ იმპერატორის თასსაც დაეუფლა (2018 წლის იანვრის ბაშო). უკვე 5 ბაშოა, რაც ქართველი სუმოისტი უარყოფითი ბალანსით ასრულებს ასპარეზობას.
GIPHY App Key not set. Please check settings