ავსტრიის ჩემპიონატის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გრაცის „შტურმმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულდა.
ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ კაპიტანი გახლდათ და შეუცვლელად ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 7.0; Sofascore – 6.6.
„შტურმი“ 17 ტურის 37 ქულით კვლავ ლიდერია და „აუსტრიას“ ისევ 3 ქულით (34) უსწრებს.
ლუკა ლოჩოშვილმა „სალერნიტანაში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა სერია B-ს 25-ე ტურში სტუმრად „ბრეშასთან“ 0:0 ითამაშა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და საბოლოოდ თავისი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ყველაზე მაღალი შეფასება ჩვენიანს დაუწერეს – 7.8.
„სალერნიტანას“ 25 ქულა აქვს, მე-17 ადგილზეა და გასავარდნთა ზონიდან პლეი აუტის ზონაში გადაინაცვლა.

GIPHY App Key not set. Please check settings