გუშინდელი კოშმარული საღამოს შემდეგ, კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი. გუშინდელ მატჩის მეცხრე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. როგორც აღმოჩნდა, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ის საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორ მატჩში, ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ, ვერ დაეხმარება.
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში დაბრუნდება და იქ ჩაიტარებს გამოკვლევებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ქალაქ ბადახოსში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings