“შტურმის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
“ვფიქრობ, კიტეიშვილს კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება ვარჯიშის გასანახლებლად. იმედი მაქვს, აპრილიდან დაგვეხმარება”, – განაცხადა ავსტრიელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გამთამაშებელმა ლაზარეთში გადაინაცვლა გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ევროპა ლიგაზე, “პსვ ეინდჰოვენთან” შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings