ძალიან სამწუხარო ამბავი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “შტურმი” “პსვ ეინდჰოვენთან” 1:4 დამარცხდა. მატჩის 82-ე წუთზე კი, ავსტრიული გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და მოედნის კოჭლობით დატოვება მოუწია.
კიტეიშვილი დაიმტვრა და შესაძლოა ნაკრებს ვერ დაეხმაროს: ხოჭოლავამ მარტივად მოიგო
ავსტრიულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი ნახევარმცველი საავადმყოფოში აღმოჩნდა. რამდენიმე წუთის წინ კი გაირკვა, რომ კიტეიშვილს კოჭთან მყესი აქვს გაწყვეტილი 3-4 თვეს ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ოთარი საქართველოს ნაკრებს ამ მსფოლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვერ დაეხმარება.
GIPHY App Key not set. Please check settings