in

კიტეიშვილით ცრვენა ზვეზდა დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული “შტურმის” ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის გადაბირება სერბულ გრანდს, “ცრვენა ზვეზდას” სურს. ამის თაობაზე სერბული მედია იტყობინება.

ამ დროისთვის ოთარი მთლიანად “შტურმზეა” კონცენტრირებული. ის ამ გუნდის ღირსებას კარგა ხანია, იცავს. სწორედ “შტურმში” გადავიდა თავის დროზე ის თბილისის “დინამოდან”. ავსტრიული კლუბი გააფთრებით იბრძვის ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის.

ახლა ისევ “ცრვენა ზვეზდას” ინტერესის თემას მივუბრუნდეთ. როგორც საინფორმაციო სააგენტო Mozart Sport იტყობინება, პოპულარული სერბული კლუბის წარმომადგენლები დიდი ხანია, ინტერესით ადევნებენ თვალს ქართველი ფეხბურთელის თამაშს როგორც ავსტრიულ ბუნდესლიგაში, ისე საერთაშორისო არენაზე.

მომავალი სეზონისთვის “ცრვენა ზვეზდა” საფუძვლიანად აპირებს შემადგენლობის გაძლიერებას და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სწორედ კიტეიშვილი მოიაზრება. სერბების ოპტიმიზმს ისიც აძლიერებს, რომ ამ დროისათვის “შტურმსა” და ქართველ ფეხბურთელს შორის ახალი ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული. მოქმედი კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს იწურება.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ კიტეიშვილის გადაბირებით დაინტერესებულია ფრანგული “მეცი”, რომლის ღირსებასაც გიორგი მიქაუტაძე იცავს. ეს ვარიანტი შეიძლება “გაცოცხლდეს” იმ შემთხვევაში, თუ ეს კლუბი ფრანგულ ლიგა 1-ში ადგილს შეინარჩუნებს.

ისე კი, წინ არის ევროპის ჩემპიონატი და თუ ოთარი ჩვეულად მაღალ დონეზე ჩაატარებს ამ ტურნირს, დარწმუნებულები ვართ, მას უფრო სოლიდური მსურველებიც გამოუჩნდებიან…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიას მამარდაშვილის ერთი წლით შენარჩუნება სურს

ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება