in

კინმა ბრაზილიას ისევ შეუტია

სამხრეთ კორეასთან გამართული მატჩის (4:1) დროს ბრაზილიებმა მეტოქე არც მოედანზე და არც ცეკვაში არ დაინდო.

თანამედროვე ფეხბურთში ექსპრესიულობა და ემოციურობა კარგ ტონად არ მიიჩნევა. გაიხსენეთ, ბოლოს როდის წაიკითხეთ ინტერვიუ, რომელშიც ფეხბურთელი საყვარელ წიგნზე, მუსიკაზე, ფილმსა თუ სხვა რამეზე საუბრობს. არა, თანამედროვე ფეხბურთში ვინისიუსს ერჩიან, რომელსაც გატანილი გოლის შემდეგ ცეკვა უყვარს. “ატლეტიკოს” ფეხბურთელები მას პირდაპირ დაემუქრნენ, მაგრამ ეს სხვა ამბავია…

როი კინის კომენტარი კი ასეთია: “მწვრთნელის ცეკვა, როდესაც მატჩი არ დასრულებულა? – ეს სიგიჟე და მეტოქის უპატივცემლობაა. ბრაზილიელთა ფეხბურთი აღმაფრთოვანებს და ეს საიდუმლო არაა, რადგან მუნდიალის ხსენებისას უმალ ბრაზილია გახსენდება, მაგრამ მოედანზე სცენის მსგავსი აცეკვება? – ეს მიუღებელია”.

თავის მხრივ, ტიტემ ასეთი რამ თქვა: “ეს ჩვენს სისხლშია. გიხარია და ცეკვავ. ამის პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მეტი პრაქტიკა მჭირდება, რომ არ შევრცხვე”.

ბრაზილია საქმეში დღეს ბრუნდება, ხორვატიის წინააღმდეგ და ეს მატჩი 19:00-ზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარკა: რონალდუ ალ ნასრიში მაინც გადავა

ფრედი: ატირებული მესის ხილვა მსურს