in

კილიან და ლეო: მბაპე პსჟ-ს ისტორიის ბომბარდირი ხდება, მესიმ 700 საკლუბო გოლი გაიტანა

საფრანგეთში კლასიკა გაიმართა – „მარსელმა“ პსჟ-ს უმასპინძლა, თუმცა ვერაფერი გააწყო – 0:3.

ლეო მესის ორი ასისტით დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ. ფრანგმა ერთი ასისტი ჩაიწერა და სწორედ არგენტინელს გაატანინა.

მბაპე ედინსონ კავანის დაეწია პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობაში.
მეორე გოლი მისთვის მე-200 გამოდგა პარიზელთა რიგებში.
აღვნიშნოთ ისიც, რომ ლკილიანს 55 მატჩით ნაკლები დასჭირდა, ვიდრე კავანის ამ ნიშნულის მისაღწევად – 246 თამაში 401-ის წინააღმდეგ.

ამასთან, მბაპეს ამ სეზონში 29 მატჩში 29 გოლი აქვს და გუნდის ბომბარდირია.

თავის მხრივ მესიმ მე-700 გოლი გაიტანა საკლუბო დონეზე.
35 წლის არგენტინელს 672 გოლი აქვს „ბარსელონაში“ და 28 პსჟ-ში. ამისთვის მას 840 მატჩი დასჭირდა.

მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 700 გოლი გაიტანა ტოპ 5 ლიგაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბუმ გასვლაზე პორტო დაამარცხა – ლეგიონერები

ეს პირველია: მანჩესტერმა ლიგის თასი მოიგო და სხვა ტროფეებს ელოდება