in

ეს პირველია: მანჩესტერმა ლიგის თასი მოიგო და სხვა ტროფეებს ელოდება

1469788679

„მანჩესტერმა“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ნიუკასლი“ დაამარცხა 2:0.

33-ე წუთზე ანგარიში კაზემირომ გახსნა, 6 წუთში სვენ ბოტმანმა ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა.

ეს პირველი ტროფეია „იუნაიტედისთვის“ ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით.

მატჩი ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართა.

„მანჩესტერმა“ პირველი ტროფეი მოიგო 2017 წლის შემდეგ – მაშინ მოურინიომ ევროპა ლიგა და ლიგის თასი მოაგებინა.

„მანჩესტერმა“ ლიგის თასი მეექვსედ მოიგო. უფრო მეტჯერ მხოლოდ „სიტის“ (8) და „ლივერპულს“ (9) გაუმარჯვიათ.

დე ხეამ „მანჩესტერის“ რეკორდი დაამყარა მშრალი მატჩების რაოდენობით. მან შმეიხელს აჯობა – 81 მატჩი.

კაზემირომ ბოლო 9-დან 9 ფინალი მოიგო „მანჩესტერსა“ და „რეალში“.

ტენ ჰაგმა მე-7 ჯილდო მოიგო კარიერაში.

ტენ ჰაგი: „მინდა გავიმარჯვო, „მანჩესტერმა“ უნდა მოიგოს ტროფეები – ეს პირველია. ჩვენ ჯერ მაინც გზის დასაწყისში ვართ“.

გარი ლინეკერი: „არაჩვეულებრივი ტრანსფორმაცია ტენ ჰაგის ხელში. აღარ მოუწევთ შემდეგი ჯილდოსთვის ამდენი მოცდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კილიან და ლეო: მბაპე პსჟ-ს ისტორიის ბომბარდირი ხდება, მესიმ 700 საკლუბო გოლი გაიტანა

ვიდეო: კრიშტიანო შვილთან ერთად ჩხუბის საყურებლად მივიდა