in

კიდევ სამი წელი: მესიმ ინტერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ლეო მესიმ „ინტერ მაიამისთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გააგრძელა, – იტყობინება ამერიკული კლუბის საიტი.

კომენტარი 38 წლის არგენტინელმა გააკეთა: „მოხარული ვარ, რომ აქ დავრჩები და ამ პროექტს გავაგრძელებ, რომელიც ჩემთვის არა მხოლოდ ოცნება, არამედ შესანიშნავი რეალობა აღმოჩნდა. მაიამიში პირველივე დღიდან თავს ბედნიერად ვგრძნობ, ამიტომ კარიერის აქ გაგრძელებით გახარებული ვარ.

„მაიამი ფრიდომ პარკზე“ თამაშს მოუთმენლად ველით. ასეთ შესანიშნავ სტადიონზე ასპარეზობა რაღაც განსაკუთრებული იქნება“.

კლუბის თანამფლობელმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ მაიამიში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩაიყვანეს და ძალიან გაუმართლათ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამაზე საუბარი მიდის… მერაბის ბრძოლა საქართველოში…

დიდი სკანდალი NBA-ში: როგორ მანიპულირებდნენ მატჩების შედეგებით და არამარტო…