„ნაპოლიში“ გაიმართა გალა-ვახშამი, სადაც ტრადიციის თანახმად ახალწვეულმა ფეხბურთელებმა სიმღერა შეასრულეს. გამონაკლისი არ ყოფილა ხვიჩა კვარაცხელიაც. ჩვენიანმა ცნობილი სიმღერა Live is Life შეასრულა. თუმცა შეასრულა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია
ხვიჩას „შემოქმედებას“ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც გამოეხმაურა და იუმორით დაუწერა:
“სფფ-სა და ეროვნულ ნაკრებში ყველა ბედნიერია, რომ შენი საფეხბურთო უნარები უკეთესია, ვიდრე ვოკალური მონაცემები”.
ფეხბურთელმა ამაზე სიცილის ემოჯით უპასუხა.
სხვათა შორის, რუსებიც გამოეხმაურნენ კვარაცხელიას სიმღერას და დაწერეს, რომ ქართველმა ეს სიმღერა რუსეთიდან გაიყოლა, რადგან მოგებული თამაშების შემდეგ „რუბინში“ სწორედ ამ სიმღერას მღეროდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings