იტალიის სერია ა-ს მალე კიდევ ერთი ჩვენებური შეემატება – „ფროსინონე“ აკაკი გიუნაშვილს იმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის „კოლხეთი“ავრცელებს, სადაც თამაშობს კიდეც ახალგაზრდა ფეხბურთელი.
„საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი გიუნაშვილი იტალიაში მიემგზავრება, სადაც უფასო იჯარის წესით სერია A-ს დებიუტანტ „ფროსინონეს“ რიგებში ჩაირიცხება. წარმატებები და კარიერული წინსვლა ვუსურვოთ აკაკის აპენინებზე“, – წერია „კოლხეთის“ განცხადებაში.
აკაკი გიუნაშვილი 2005 წლის 1 მარტს არის დაბადებული და ამპლუით მცველია.
ეროვნულ ლიგაში კარიერა გორის „დილაში“ დაიწყო, წელს კი „კოლხეთის“ რიგებში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გიუნაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ამჟამად კი 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ წელს „ფროსინონეში“ გიორგი კვერნაძე გადავიდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშა კიდეც.
GIPHY App Key not set. Please check settings