in

კიდევ ერთი თასი გამოწვევა: ევროპა ლიგის მომგები სუდამერიკანას გამარჯვებულს შეხვდება – პირველად სევილიაში

დიდი ხანია ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდა და არაოფიციალურად მსოფლიო საუკეთესო გუნდის ტიტულს ეუფლებოდა. ცხადია, საუბარია ჩემპიონთა თასისა და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულებს შორის არსებულ საკონტინენტთაშორისო თასზე, რომელიც არც თუ დიდი ხანის წინ ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატად გადააქცია და აწი საერთოდ რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს, რადგან ამ ტურნირზე 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ახლა კი გადაწყვიტეს არც რანგით მეორე ტურნირი დაჩაგრონ. უეფამ და კონმებოლმა მოილაპარაკეს და ე.წ. „გამოწვევის თასი“ (ჩელენჯი) დაარსეს. ამ ჯილდოს ერთმანეთს ევროპის ლიგისა და სუდამერიკანას თასის გამარჯვებულები შეეცილებიან.

უეფა-კონმებოლის პირველი მატჩი 19 ივლისს გაიმართება. ესპანური „სევილია“ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ ეკვადორის „ინდეპენდიენტე დელ ვალეს“ უმასპინძლებს (ადგილობრივი დროით 22:00 სთ). შეხვედრის სახელწოდება იქნება – „ანტონიო პუერტა XII“. თუ გახსოვთ პუერტა „სევილიის“ ფეხბურთელი იყო, რომელიც 2007 წელს, 22 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ არ იქნება დამატებითი დრო და თუ თამაში ფრედ დასრულდა, გუნდები პირდაპირ პენალტების სერიას მიადგებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვი ხელოვნურმა ინტელექტმა სიმბოლურში შეიყვანა

ნაპოლიმ ახალი მაისურები წარადგინა: მისი ყიდვა უკვე შეიძლება – ახალი ერა იწყება