in ,

კვეკვეს სუპერჯარიმა-ბუდუს და შენგელიას გოლები

წარმატებული უქმეები გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაშიც ითამაშა. ულამაზესი ჯარიმა გაიტანა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა კვეკვესკირმა. ახალ კლუბში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ლევან შენგელიამ. ბუდუ ზივზივაძემ კი, “ფეჰერვარის” შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში, გოლების ანგარიში გახსნა.

ახლა კი, მივყვეთ ქართველ ლეგიონერებს მოკლედ:

ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იესპერ სილესენი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად იყო.

ეს მოხდა “გრანდასთან” გასვლით შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა – გუნდთან, რომელსაც მამარდაშვილი კარგად იცნობდა შარშანდელი ევროტურნირიდან, როცა “ნუევოს ლოს კარმენესზე” თბილისის “ლოკომოტივის” კარს იცავდა.
ვერ ვიტყვით, რომ 20 წლის მეკარემ “ხეტაფეს” შემდეგ მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა, თუმცა ერთი კარგი “სეივი” შეასრულა, ხოლო რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, შეიძლება, დარტყმა მთლად აუღებელი არ იყო, თუმცა მამარდაშვილს პირდაპირ ვერავინ დაადანაშაულებს. WhoScored.com-მა ჩვენი მეკარის გარჯა 5.9 ქულით (ყველაზე დაბალი ორივე გუნდში) შეაფასა, ხოლო Sofascore.com-მა 6.4 დაუწერა.
ჩვენი აზრით, ეს არ იყო მატჩი, რომელმაც ახალგაზრდა მეკარეს დამაჯერებლობა უნდა დააკარგვინოს.

ლეუვენში” სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა ლევან შენგელიამ. საქართველოს ნაკრების შემტევი 70-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილმა (“ვოლფსბერგი”) შეუცვლელად ითამაშა “ადმირასთან” შინ მოგებულ (3:0) მატჩში


ოთარ კიტეიშვილმა (“შტურმი”) 64-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო “აუსტრიასთან” შინ ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში.

დანიის სუპერლიგაში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) “სონდერიისკესთან” საკუთარ მოედანზე მოგებულ (2:0) მატჩში.

ნიკა კვეკვესკირმა (“ლეხი”) თავისი პირველი პოლონური გოლი გაიტანა. გდანსკის “ლეხიასთან” საშინაო მატჩი მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 63-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით, ბურთი “ცხრიანში” გაახვია – 2:0.

უნგრეთში ბუდუ ზივზივაძემ (“ფეჰერვარი”) ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა (44-ე წუთი). ის ძირითად შემადგენლობაში იყო “კიშვარდასთან” საშინაო მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 9 ფეხბურთელით 2:1 მოიგო.

სლოვაკეთში ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას “სლოვანმა” სტუმრად 1:0 დაამარცხა “სერედი” და ერთადერთი უდანაკარგო გუნდია მიმდინარე ჩემპიონატში. კაშია პირველი ტაიმის ბოლო წუთიდან ჩაერთო თამაშში, ხოლო კანკავა თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო რუსეთს უსწრებს: სტანოიევიჩის გუნდი მსოფლიოში მე-13-ეა

კლასიკოსების 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე