ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს ბოლო ტურში დიდებულად ითამაშა და ბოლოს გატანილი საუცხოო გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა. ხვიჩას თამაში ცხადია დადებითად შეაფასეს და ახლა, როდესაც 23-ე ტურის შეჯამების დრო დადგა, რა გასაკვირია, რომ ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ეს არის whoscored-ის ვერსია, რომელმაც კვარაცხელიას თამაში მაღალი, 8.7 ქულით შეაფასა. ისე, საინტერესოა, რომ ეს მაინც არ აღმოჩნდა თერთმეტეულში საუკეთესო შეფასება, რადგან „ატალანტას“ დე კეტელერემ 9.0, ხოლო „რომას“ დიბალამ 9.2 დაიმახურეს.
GIPHY App Key not set. Please check settings