in

კვარა „საყვარელ“ გუნდთან ბრუნდება: და ისევ ხელფასზე

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ნაპოლი” ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს და ოთხეულისთვის ბრძოლა განაგრძოს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას გუნდი საკუთარ “მარადონაზე” ბევრ ქულას კარგავს, ამის შეცვლა კი “ვერონასთან” შეუძლიათ – კვირას, 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე.

ნეაპოლელებს ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე აქვთ. ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ “იუვენტუსთან” ჰქონიათ – 1982 წლის იანვრიდან 1985 წლის მაისამდე. “ნაპოლიმ” “ვერონასთან” ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, გაიტანა საშუალოდ 2.1 გოლი (სულ 27) და 6 შეხვედრაში არ გაუშვია.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი სწორედ უახლოეს მეტოქესთან ჰქონდა – 21 ოქტომბერს დუბლი შეუსრულა. მაშინ “კვარას” მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას გულშემატკივრებში უკმაყოფილება მოჰყვა. აქვე ჩვენებურის მონაგარს შეგახსენებთ – 5 გოლი, 3 საგოლე პასი, წინა ტური კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ისევ კვარას განახლებული კონტრაქტისა და ხელფასის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” და ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

“არ არის სიმართლე, ამაზე საუბარი არ ყოფილა. კრისტიანოც ჩამოსულია და ეგეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჯერ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები სერიოზულად არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ჯუღელმა.

“ნაპოლისთან” დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Canale 8-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების თაობაზე ისაუბრა:

“მილანელი ტურები “კვარაზე” ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რათა გულშემატკივრებს შორის შუღლი ჩამოაგდონ და ისინი გაყონ. და ეს მაშინ, როდესაც გუნდის საქმეები ცუდად მიდის და უნდათ, სიტუაცია გაამწვავონ. საერთოდ არ არის სიმართლე, რომ კვარაცხელია წლიურ გასამრჯელოდ 7 თუ 8 მილიონ ევროს ითხოვს. მხარეებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, კარგა ხანია მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვით, პირობები კონტრაქტის მესამე წელს უნდა გადაიხედოს. თუმცა ტურები დესტაბილიაციაზე უკვე მუშაობენ”.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარგიჯამ Netweek Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთს “ნაპოლისა” და “მილანის” გარემარბები, ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო შეადარა.

“ლეაო კვარაცხელიაზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებს, დაახლოებით 6-ჯერ მეტს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, მე უპირატესობას ქართველს ვანიჭებ. მართალია ამ სეზონში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის, მაგრამ “როსონერის” ფეხბურთელისგან განსხვავებით, არასდროს ნებდება და ყველა ბურთისთვის იბრძვის.

ვფიქრობ, დე ლაურენტისის ხვიჩასადმი მიდგომა არასწორია. როგორც ჩანს, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არც ისე მარტივად მიმდინარეობს”, – განაცხად ბარგიჯამ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი vs რონალდო: ტოპ მატჩების რეიტინგი

ფოტო: ჯორჯინამ აჩვენა რა აჩუქა კრიშტიანომ დაბადების დღეზე