in

კვარა რეალთან: როგორ ითამაშა და რა დაუწერეს

ხვიჩა კვარაცხელიამ ბავშვობის ოცნების გუნდთან და ადგილზე ითამაშა, თან რა ტურნირზე: ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და 2:4 წააგო. დღეისათვის, ესპანური გრანდი უკეთესი გუნდია და მასთან წაგება ტრაგედია ნამდვილად არ არის.

როგორ ითამაშა ხვიჩამ? ცუდად ნამდვილად არა, უბრალოდ გულშემატკივარს (ალბათ თავადაც) მაინც მეტი სურს. ჩვენიანი იყო აქტიური, ცდილობდა გამწვავებას, ერთი-ორჯერ შანსიც მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ხან მცველს მოარტყა, სხვა დროს კი დარტყმის ნაცვლად პასი არჩია (52-ე წუთზე ოსიმენზე). ბურთის ართმევისას კი ხშირად წესებს არღვევდა.
59-ე წუთზე კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ კარის წინ ბურთი ვერ დაიმორჩილა და მცველმა ვითარება განმუხტა.

სამაგიეროდ ხვიჩამ მონაწილეობა მიიღო პირველ გოლში. შორეულ ძელთან ფეხზე დაასვა ბურთი ჯოვანი დი ლორენცოს, რომელმაც კარის წინ დააგდო და იქვე სიმეონემ ანგარიში გახსნა.

კვარაცხელიას შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 6.4; Whoscored.com – 6.7; Sofascore.com – 6.6.
„ნაპოლიში“ ხვიჩაზე მაღალი ქულები მხოლოდ გოლების და საგოლეს პასის ავტორებმა მიიღეს.

რეალი – ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (9. დი ლორენცოს პასით), 1:1 როდრიგო (11. ბრაჰიმ დიასის პასით), 2:1 ბელინგემი (22. ალაბას პასით), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4. ბელინგემის პასით)

რეალი: ლუნინი – კარვახალი, რიუდიგერი, ალაბა, ფ. მენდი (87. ნაჩო ფერნანდესი) – სებალიოსი (57. ხოსელუ), ვალვერდე, კროოსი, ბელინგემი – როდრიგო (87. ლუკას ვასკესი), ბრაჰიმ დიასი (65. პასი)

ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, ჟუან ჟეზუში (87. ძანოლი) – ანგისა, ლობოტკა (87. რასპადორი), ჟელინსკი (65. ელმასი) – კვარაცხელია, პოლიტანო (78. კაიუსტე), სიმეონე (46. ოსიმენი)

ბოლო ტურში „ნაპოლი“ 12 დეკემბერს შინ „ბრაგას” ეთამაშება, რომელსაც 3 ქულით უსწრებს და ფრეც ჰყოფნის და ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

12 ცნობილია: ნაპოლი ახლოსაა

ფინეთმა გვიჩივლა და 0:5 წაგება ჩაგვითვალეს