ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს ბოლო ტურის შეხვედრაში „სასუოლოსთან“ გამორჩეული გოლი გაიტანა. თუმცა სილამაზის გარდა, ამ გოლს სხვა დატვირთვაც აქვს.
ეს არის კვარას მე-10 გოლი იტალიის ჩემპიონატში. ჰოდა, ის გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა. აქამდე, საუკეთესო მაჩვენებლები გია გურულს და ალექსანდრე იაშვილს ჰქონდათ.
გურულმა 1992/93 წლების სეზონში, ფრანგული „ლე ავრის“ შემადგენლობაში, 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა, იაშვილმა კი ამდენივე „ფრაიბურგში“ 2003/04 წლების სეზონში.
გარდა ამ 1ო გოლისა, ხვიჩას ანგარიშზე ასევე 9 საგოლე პასია. დარჩა ერთი ასისტი და კიდევ ერთი რეკორდი დამყარდება – კვარაცხელია გახდება პირველი ფეხბურთელი, ვინ ევროპის ტოპლიგებში, სადებიუტო სეზონში, მინიმუმ 10 გოლსა და ამდენივე საგოლე პასს შეასრულებს.
GIPHY App Key not set. Please check settings