in

კვარა იტალიის ჩემპიონია

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი გახდა. მთელი სეზონის მიხედვით ეს გარდაუვალი იყო. რჩებოდა ფორმალური საკითხი, თუ როდის გაიფორმებდა „ნაპოლი“ ჩემპიონობას, რომელიც წესით წინა ტურში, საშინაო შეხვედრაში უნდა დამდგარიყო.

მაშინ გადაიდო, ახლა აღარ.

„ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ერთი ქულაც ჰყოფნიდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი გახდა.

„ნაპოლის“ უდინეს სტადიონზე 10 ათასამდე ნეაპოლელი ამხნევებდა.

სტუმრებმა თამაში აქტიურად კი დაიწყეს, მაგრამ მე-13 წუთზე გოლი გაუშვეს და ტაიმიც წააგეს.
პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.

შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 52-ე წუთზე კვარაცხელია-ოსიმენის წყვილმა თავისი საქმე გააკეთა – სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა შეაგდო – 1:1.
მორიგი შეტევის დროს „კვარამ“ მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში ელმასს პასი გაუკეთა, რომელმაც ვერ დაარტყა, ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ჯარიმა დააფიქსირა.

ხვიჩა 86-ე წუთზე ტაშით შეცვალეს.

33 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 80 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან „ლაციოსთვის“ (64) მიუწვდომელია და ოფიცილაურად მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.

სერია A-ს პირველი სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.

უდინეზე – ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ლოვრიჩი (13), 1:1 ოსიმენი (52)

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 7 მაისს შინ „ფიორენტინასთან“, ჩემპიონის რანგში გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰოლანდის დიდი რეკორდი: 35 გოლი პრემიერლიგაში – არავის გაუტანია ამდენი

რა დაუწერეს ხვიჩას საჩემპიონო მატჩში