in

კვარაცხელია ჩემპიონია: ხვიჩას პოზიციას ხშირად შეუცვლიან – ქართველის ჯადოქრობა პირზე აკერიათ

ხვიჩა კვარაცხელიას საუცხოო გოლმა „ვერონას“ კარში და თან მატჩის მიწურულს და თან გამარჯვების, ცხადია ყურადღება მიიპყრო და გამოხმაურებებიც მოჰყვა.
პირველი კომენტარი „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელზეა. აი როგორ აქო ქართველი ვალტერ მაძარიმ:

„კვარაცხელია ჩემპიონია. იტალიაში ასეთი ფეხბურთელების შეზღუდვაში ყოჩაღები ვართ: მას ეთამაშებიან ორმაგი, სამმაგი მეურვეობით, აღიზიანებენ. თუმცა, ხედავთ, რამხელა კლასი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცენტრში გადავწიეთ, სადაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ვფიქრობ, ამას ხშირად გავაკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გალიაში ექცევა და შარშანდელივით ვერ ითამაშებს, როცა არ იცნობდნენ.

კვარა ფორვარდის უკან დავაყენეთ და ძალიან კარგად ითამაშა. ეს ის პოზიციაა, რომელზეც მომავალში ის კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს. მე ყოველთვის ვისურვებდი, რომ ფორვარდის უკან ითამაშოს. 2-კაციანი ნახევარდაცვით და გამთამაშებლით ამ გუნდს ყოველთვის უჭირდა, მაგრამ უკვე მეორედ მოხდა, რომ ამ ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა გაამართლა“.

ეს იყო ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი 2024 წელს. მან 7-მატჩიანი უგოლო სერიაც შეწყვიტა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, პლუს 4 საგოლე პასი.

ხვიჩას სუპერგოლი: კვარაცხელიამ ნაპოლის მოაგებინა

კვარაცხელიას თამაშს ცნობილი გამოცემებიც გამოეხმაურნენ.

Eurospor:
„მასპინძლებს გამარჯვება საოცარმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოუტანა. დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ქართველმა თავდამსხმელმა შორი მანძილიდან შესანიშნავი დარტყმით და ულამაზესი გოლით აღნიშნა“.

Reuters:
„განსაცვიფრებელი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ „ვერონას“ დამარცხებაში დაეხმარა“.

Lega Serie A:
„ნაპოლის“ კვარაცხელიას ჯადოქრობა დასჭირდა. ქართველმა გუნდს გამარჯვება შესანიშნავი დარტყმით მოუტანა“.

Napoli Club Nigeria:
„კვარაცხელიამ უბრალოდ ჯადოქრობა ჩაიდინა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინი ტენერიფეს ბასკონიას დამარცხებაში დაეხმარა

გახსნა აცტეკაზე, ფინალი ნიუ ჯერსიში: 2026 წლის მუნდიალის თავი და ბოლო გაირკვა