in

კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი – შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

“ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Kiss Kiss-თან განაცხადა, რომ “იუვენტუსთან” მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივართა სიხარულის გამო ბედნიერი იყო, “კრემონეზესთან” წაგება მტკივნეული გახლდათ, შეცდომების გამოსწორებაა საჭირო, “სალერნიტანასთან” დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადებიან, სერია A-ში სიურპრიზები მოსალოდნელია, მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ სამი ქულა სჭირდებათ.

ოსიმენის თქმით, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მისთვის შთაგონების წყაროა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტაქტიკაზე ხშირად მუშაობენ; მიზანი მხოლოდ სკუდეტო როდია, რამეთუ “ნაპოლი” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სეზონის ბოლოს გამარჯვება ფანებთან ერთად უნდა იზეიმონ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

“ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი
ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც – ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ “კვარა” ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ “ნაპოლიში” იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო, ვიდეო: რონალდოს დუბლი, მესის გოლი და შესაძლოა ბოლო შეხვედრა

ვიდეო: ზაზას ბავშვობა მაშინ დასრულდა… მარტო ჩემმა ბალიშმა იცის რა გადავიტანე – რას იხსენებს ზაზა ფაჩულიას დედა