in ,

კვარაცხელია სწრაფი და მოქნილია: ხვიჩა ევროსპორტზე

საქართველოს ნაკრების ლიდერი, რომელიც ზაფხულში კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს, ევროსპორტის ყურადღების ქვეშ მოექცა.

ევროსპორტი თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიუჟეტში ქართველი ტალანტის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონი ჯერ არ დასრულებულა, დე ლაურენტისის გუნდი, უკვე მომდევნო სეზონისთვის ემზადება და ზაფხულში მათი პირველი შენაძენი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელსაც ნეაპოლელები 2027 წლამდე გაიფორმებენ. იტალიური წყაროების მიხედვით, კონტრაქტი შეთანხმებულია და მხოლოდ ხელის მოწერაღაა დარჩენილი.

ხვიჩა ყაზანის “რუბინის” საკუთრება იყო, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართველმა ვინგერმა ყაზანელებთან კონტრაქტის გაწყვეტა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამჯერად, ის საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავს. კვარაცხელია სწრაფი და მოქნილია, ის თამაშის გამწვავებაზე და კაცის მოტყუებაზე წასვლას არასდროს ერიდება”.

შეგახსენებთ, “ნაპოლის ოფიციალური რადიოს და calciomercatonapoli-ის მტკიცებით კვარაცხელიამ “ნაპოლთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბათუმელები ქართველის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებენ. თავად ფეხბურთელი კი წელიწადში მილიონ ევროს აიღებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და გაუვალი კედელივითაა: As.com

ოფიციალურად: წიტაიშვილი კრაკოვის ვისლას ფეხბურთელია