Golden Boy-ის პრიზის პრეტენდენტების სია 40 ფეხბურთელამდე შემცირდა.
ასეულში შედიოდა „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც. შემცირებულ სიაში ჩვენიანი უკვე აღარ არის.
ბრძოლას განაგრძობენ ასაკით პატარები, მაგრამ უკვე სახელიანი ფეხბურთელები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ედუარდო კამავინგა (რეალი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი), ერიკ გარსია (ბარსელონა), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), პედრი (ბარსელონა), ჯოვანი რეინა (დორტმუნდი) და სხვები.
ხვიჩამ მეორე ოცეულიც გაიარა: ქართველი Golden Boy-ის ნომინანტია
Golden Boy – ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც გაზეთი Tuttosport ევროპაში 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელს გადასცემს.
გამარჯვებულს ტრადიციულად ნოემბერში აცხადებენ. გასულ წელს ეს ჯილდო ნორვეგიელმა ერლინგ ჰაალანდმა მიიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings