in ,

კვარაცხელია ორ კომპონენტში რუსეთში საუკეთესოა

მართალია, წინა სეზონისგან განსხვავებით ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ისეთი კარგი ვეღარ არის, მაგრამ ხვიჩას wyscout-ის მონაცემებით, “რუბინში” საუკეთესო შედეგი აქვს, ორ კომპონენტში კი მთლიანად ჩემპიონატში საუკეთესოა.

რუსეთის პრემიერლიგის განვლილ 18 ტურში მარცხენა ფლანგიდან განხორციელებულ შეტევებში ხვიჩა კვარაცხელია ლიგაში საუკეთესოა.

ქართველი ტალანტი გუნდში პირველია საშუალოდ მატჩში დარტყმების (1.1), ბურთისთვის ორთაბრძოლების (32.5), შეტევაში ბურთისთვის ორთაბრძოლების (20.26), დრიბლინგისა (12.39) და ბურთიანად აჩქარების (4.44) მცდელობებში. ამასთან, შეტევაში ბურთისთვის ორთაბრძოლებისა და დრიბლინგის მხრივ კვარაცხელიას მთელს პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ყაზანური გუნდის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გოლი და 3 პასი მიითვალა. კვარაცხელიას “რუბინთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ის კლუბს იანვარშივე დატოვებს და მისით ინგლისური გუნდები არიან დაინტერესებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის ბრწყინვალე მატჩი და მორიგი MVP

ბითაძის 2 ქულა და მარცხი მაიამისთან